საწყობის მენეჯერი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
03 ნოე - 03 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის დასახელება ცნობილი გახდება დაინტრესებულ კანდიდატებთან დაკავშირებისთანავე.

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • საწყობის მარაგების კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული საქონლის რაოდენობის ამოწურვის მოახლოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის.
  • ნაწილების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა;
  • პროცედურების გაწერა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილების შეტანა საწყობის ეფექტურად

 

მართვისთვის;

  • ნაწილების და სხვა დამხმარე საშუალებების მიღება და დასაწყობება;
  • საწყობის ყოველთვიური აღწერა და ინვენტარიზაცია;
  • ინჟინრებთან და საოპერაციო ხელმძღვანელთან კონსულტაციით საწყობის პროცედურების ანალიზი და გამარტივება, საწყობის გამართულად და ეფექტურად მუშაობისთვის;
  • ყველა მოძრაობის დროული და ზუსტი ასახვა სასაწყობე პროგრამაში.
  • საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების საბუთის გამოწერა rs.ge-ზე;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დავალებების შესრულება:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვისა და პროცესის კონტროლის გამოცდილება;
  • 1C და ექსელის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ახალი თაობის მობილურების გამოყენების და აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: tamtamuradashvili128@gmail.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის მენეჯერი”.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი