დირექტორის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1700
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
04 ნოე - 03 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია Line-Net აქტიურად მუშაობს ელექტრო საინჟინრო სფეროში 2016 წლიდან.

კომპანიის ძირირათი საქმიანობაა ელექტრო-საპროექტო  და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, ელექტრო სამონტაჟო პროდუქციის  იმპორტი და რეალიზაციაა. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ მაღალ ხარისხს და სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორები არიან უდიდესი ქსელური კომპანიები საქართველოში.

კომპანია "Line-Net" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსულ ელ-ფოსტაზე პასუხის გაცემა ან/და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • დირექტორის ყოველდღიური კალენდარის მართვა, შიდა
  • ორგანიზაციული და გარე შეხვედრების ჩანიშვნა და ორგანიზება;
  • შეხვედრებზე ინფორმაციის დაფიქსირება;
  • ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • დოკუმენტებისა და ოფიციალური წერილების მომზადება;
  • სხვა ყოველდღიური მოვალეობების შესრულება;.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზაცია და ფოკუსირება შედეგებზე;
  • ვადების დადგენისა და მათი ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

პირობები:

  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00(შაბათი)
  • ხელფასი: ხელზე 1200-1700 ლარი
  • ჯამრთელობის დაზღვევა.
  • კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო.
  • კორპორატიული ტაქსის მომსახურეობა.

 

უპირატესობა მიენიჭება მართვის მოწმობის და მსგავსი პოზიციაზე გამოცდილების მქონე პრეტენდენტებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@line-net.ge წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "Line-Net" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ხობი