შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
03 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ლაზიკა კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ვაკანსისიის ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, კ.გამსახურდიას ქ.59

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ყოველწლიური შიდა აუდიტის გეგმის შემუშავება და მისი წარდგენა სამეთვალყურეო და მენეჯმენტის საბჭოსთვის დასამტკიცებლად; 
  • განყოფილებების, დეპარტამენტების, ფილიალების, მენეჯმენტის პროცედურებისა და შიდა სისტემების პერიოდული კონტროლი და აუდიტი; 
  • შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, კანონის მოთხოვნებისა და შიდა აუდიტის სტანდარტების შესაბამისად; 
  • საოპერაციო და ფინანსური რისკების პრევენცია; 
  • კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება; 
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე პროცესში არსებული ნაკლოვანებების / დარღვევების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 
  • აუდიტის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშების მომზადება და მისი წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის და გენერალურის დირექტორისთვის; 
  • შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი აუდიტის პროცედურების შესაბამისად; 
  • ცალკეული დარღვევების, პროცედურული ხარვეზების და საჭვო ქმედებების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის დროული ინფორმირება; 
  • შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების, ასევე ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით, შიდა აუდიტის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება; 
  • ბიზნეს პროცესების წარმართვის, სხვადასხვა სამუშაო ინდტრუქციებისა და მეთოდოლოგიების სწორად გამოყენების კონტროლი; 
  • აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით; 
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • შიდა აუდიტის, საფინანსო მართვის სფეროშის მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA, CGAP); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • უცხო ენების, ინგლისური, რუსულის ფლობა. 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი. 

 

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით,ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

საბანკო
შიდა აუდიტი