ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
02 ნოე - 02 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 122 079

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, "ორი ნაბიჯის" მაღაზიები

სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 6 დღე

ანაზღაურება: 800 + ბონუსი

 

ჩვენი უპირატესობებია:

  •  მაღაზიათა ქსელი, სადაც დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს!
  •  ყველაზე ხანმოკლე სტაჟირება, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან!
  •  მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
  •  დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
  •  საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
  •  აღიარების და წახალისების პროგრამები;
  •  მოქნილი გრაფიკი;
  •  ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.

 

ფუნქცია - მოვალეობები

  •  დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
  •  სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
  •  მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
  •  მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
  •  მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  •  მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •  სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: · შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/

გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი

· დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 32 2 00 22 00 / +995 595 122 079

 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი