ცხადდება ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
03 ნოე - 02 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577347700
მისამართი: კალისტრატე ქუთათელაძის 3

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი  2022 წლის 02 ნოემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

  1. სამართლის ფაკულტეტი:

ა) სისხლის სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.

  1. თეოლოგიის ფაკულტეტი:

ა) პატროლოგიის მიმართულებით - ასისტენტის ერთი ვაკანტური ადგილი  

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასები კრიტერიუმებად განისაზღვროს:

 ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;  
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • საერთაშორისო გამოქვეყნებები;
  • გასაუბრება;
  • საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;

 კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.

 ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების  მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .

საბუთების მიღება განხორციელდება  2022 წლის 02 დეკემბრიდან 05 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: +995 577347700.

საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს 2022 წლის 07 დეკემბრიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის  12 დეკემბრამდე.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

მეცნიერება/განათლება
პროფესორი