მძღოლი
სხვა
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაCE
  • რუსული
02 ნოე - 01 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ტრანსიბერია"- ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი პოზიციაზე შესახსრებული ტიპის (ტრაილერი) სატრანსპორტო საშუალებებზე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისათვის.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა IRU სტანდარტების შესაბამისად.
  • საერთაშორისო გადაზიდვებისას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა CE კატეგორიით
  • ციფრული ტაქოგრაფის ბარათი გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
  • კოდი 95 გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
  • სახიფათო ტვირთების  გადაზიდვისათვის (ADR) უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ბარათი გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩაითვლება უპირატესად
  • სატრანსპორტო საშუალების აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
  • რუსული ენის ცოდნა, სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად.

 

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანობა
  • დისციპლინირებულობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობა
  • კეთილსინდისიერება

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე: info@transiberia.com.ge

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი