მტვირთავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
02 ნოე - 02 დეკ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში. 

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge 

მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6 

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 15:00-მდე) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის მიღება, გადაადგილება, განთავსება, გადმოტვირთვა და ჩატვირთვა შესაბამისი წესების დაცვით; 
  • შეკვეთების გამზადება; 
  • პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (დაზიანებისგან და დაკარგვისგან დაცვა); 
  • საწყობში ტოიოტას სასაწყობე ტექნიკის 7 ძირითადი პრინციპის დაცვის კონტროლი; 
  • სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვაში მონაწილეობა; 
  • საწყობის ინვენტარიზაციიაში ჩართულობა; 
  • კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ყველა პროცედურის დაცვა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია გამოცდილება სასაწყობე საქმიანობაში;  
  • ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა; 
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=457 და შეავსეთ აპლიკაცია. 

დამატებითი ინფორმაცია 

 

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი