პლასტიკური ბარათების განყოფილების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 ნოე - 01 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში პლასტიკური ბარათების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:

  •  პლასტიკური ბარათების ემისიასთან, მათ შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების ეფექტურად წარმოება;
  •  ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის საჭირო პროექტების კოორდინაცია და შესრულება;
  •  საგადამხდელო სისტემების (VISA, MasterCard) და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
  •  ბანკში, საგადახდო სისტემებსა და საპროცესინგო ცენტრში არსებულ სტანდარტებსა და წესებში მომხდარ ცვლილბებზე მუდმივად თვალყურის დევნება, მათზე დროული რეაგირება, წინადადებების შემუშავება და დანერგვა;
  •  განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით კომუნიკაცია როგორც ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე საერთაშორისო საგადამხდელო ორგანიზაციებთან, საპროცესინგოებთან, ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან;
  •  საბარათე ტრანზაქციების დამუშავება და ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
  •  ბანკომატებისა და პოს ტერმინალების შეუფერხებლად ფუნქციონირების ორგანიზება და მონიტორინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  •  უმაღლესი განათლება
  •  უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
  •  კომპიუტერული პროგრამები (საოფისე პროგრამები, ტრანსმასტერის მოდულები CMS, RTPS WP, Issuer WP, ATM monitoring WP).

 

სპეციფიური ცოდნა:

  •  პროექტის მართვის მიმართულებით გამოცდილება.

 

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

  •  მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პლასტიკური ბარათების განყოფილებაში;
  •  გამოცდილება პროექტების მართვისა და შესრულების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარები:

  •  პასუხსიმგებლობა, პუნქტუალურობა, მიზანმიმართულობა.
  •  კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
  •  პრობლემების იდენთიფიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  •  დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს „სილქ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი

გისურვებთ წარმატებებს!

საბანკო
პლასტიკური ბარათები