ბიზნეს სესხების განყოფილების საკრედიტო ოფიცერი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 ნოე - 01 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში საკრედიტო დეპარტამენტის ბიზნეს სესხების განყოფილების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

 

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:

  •  ახალი კლიენტების მოზიდვა;
  •  ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის გაკეთება;
  •  საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
  •  მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
  •  პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.

 

განათლება:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  •  Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

 

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

  •  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული უნარები:

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge 

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს „სილქ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი

გისურვებთ წარმატებებს !

საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი