სპეციალისტი-დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
06 ნოე - 01 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სპეციალისტი - დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში  

კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტის პოზიციაზე დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში. 

 

კომპანიის შესახებ: 

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და  ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. 

დეტალური ინფორმაცია კომპანიის  შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.onesoft.ge 

 

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით: 

  • 1C სააღრიცხვო პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა 
  • მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის დროს 
  • მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური გაანალიზება, გადაჭრა 
  • მომხმარებლის მხრიდან  დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება 
  • მომხმარებლის მომართვებზე ოპერატიული რეაგირება 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები 
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა 
  • 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა 

 

უპირატესობად ჩაითვლება:  

  • ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 
  • სამუშაო გამოცდილება 

 

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა 
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები 
  • მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი 
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი 
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი 
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა 

 

სამუშაო პირობები 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი (ამ ეტაპზე ვმუშაობთ დისტანციურად) 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00  

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სპეციალისტი - დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში 

გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
მცხეთა, სხვა