გეოსაინფორმაციო სისტემებისა და გეოდეზიის სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
31 ოქტ - 30 ნოე
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას გეოსაინფორმაციო სისტემებისა და გეოდეზიის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • გეოდეზიურ საქმიანობაში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ტოპო გეგმების მომზადების გამოცდილება;
  • GIS მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურში შემოსული გაზსადენის მშენებლობის ნებართვების გეომონაცემთა ბაზაში ასახვა;
  • კანცელარიის პროგრამით სხვადასხვა ტიპის განცხადების მიღება/დამუშავება;
  • გაზსადენი ქსელის რეგისტრაციის პროცესის მართვა;
  • ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სანებართვო დოკუმენტაციის საჯარო რეესტრში წარდგენა, დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, გაზსადენის შემდგომი რეგისტრაციის მიზნით;
  • საჭიროებისამებრ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა;

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • Microsoft OFFICE;
  • GIS;
  • AUTOCAD;

 

უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაოების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 საათამდე;

ანაზღაურება შეთანხმებით;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge ( ელ - ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან ჩააბაროთ კომპანიის მომსახურების სივრცეებში;

რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადა - 2022 წლის 30 ნოემბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებგვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!

სამშენებლო, უძრავი ქონება
გეოდეზისტი
მსგავსი განცხადებები