ადმინისტრაციული ასისტენტი
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
31 ოქტ - 30 ნოე
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  •  პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
  •  კონკურენტულ სამუშაო პირობებს

 

ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი

სამუშაო ადგილი: ფოთი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  სასურველია იურიდიული განათლება სამოქალაქო კუთხით;
  •  ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
  •  Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

 

მოვალეობები:

  •  დოკუმენტბრუნვის სისტემის მართვა - პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
  •  ტელეფონის ზარებზე და შემოსულ მეილებზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  •  მივლინებების პროცესის მართვა - საჭირო ტრანსპორტის, სასტუმროს დაჯავშნის უზრუნველყოფა;
  •  საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება;
  •  ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  •  ოფისში სისუფთავის კონტროლი;
  •  სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
  •  ყოველთვიური საოფისე შესყიდვების გაკეთება;
  •  ოფისის მომმარაგებლების, მომსახურების გამწევი კომპანიების/პირების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება;
  •  კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
  •  კორპორატიული მეილების მართვა და საოფისე პროგრამების დაყენების უზრუნველყოფა;
  •  კომპიუტერების ინვენტარიზაცია;
  •  შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  •  შრომითი კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  მომსახურების კონტრაქტით აყვანილი კადრების სიცოცხლის დაზღვევა;
  •  თანამშრომლების კორპორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა;
  •  მიღებულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
  •  დოკუმენტების წარმოების უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა.

 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2022 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
მსგავსი განცხადებები
თბილისი