მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
31 ოქტ - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“კერხერ-საქართველო” წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5
  • ანაზღაურება: 900 ლარი +  ბონუსები

 

მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
  • გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება ;
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
  • ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტადარტების შესაბამისად განლაგება. ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
  • სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
  • სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.comდა გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე