ექიმის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
05 ნოე - 30 ნოე
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კონსილიუმ მედულა“ 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. „კონსილიუმ მედულა“ ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. 

„კონსილიუმ მედულა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს ექიმის თანაშემწის პოზიციაზე, კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებაში. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.   

განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 სთ. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პაციენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ორგანიზება: გადასხმების განრიგი, სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგება (ყველა საჭირო დანართების მოთავსება ისტორიაში, არქივაცია) 
  • მიმდინარე დღეს ჩაწერილი პაციენტების მეთვალყურეობა 
  • მიმართვების გაკეთება პროგრამაში 
  • ფორმა 100-ების ატვირთვა პორტალზე (საყოველთაო და გამგეობა) 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება 
  • პაციენტების ბაზის მუდმივი განახლება და პაციენტისთვის ჩასატარებელი კვლევების შესახებ შეხსენება 
  • სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების უზრუნველყოფა. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel) 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com 2022 წლის 30  ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექიმის თანაშემწე". 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

„კონსილიუმ მედულა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის  და გისურვებთ წარმატებას! 

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

სამედიცინო
ექიმის დამხმარე