ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

თარიღები: 09 ივლ - 03 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@mbc.com.ge
საბანკო:  ბიზნეს დაკრედიტება

ვაკანსია - ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის  პოზიციაზე, თბილისში, გურჯაანში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა /  შეთავაზება;
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტნადარტების შესაბამისად;
  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება  და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
  • საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აგვისტოს 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ფოტოსურათით ან LinkedIn – ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე vacancy@mbc.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი რეზიუმე/CV არ იყოს განხილული

მსგავსი განცხადებები
აგრო სეგმენტისა და პროდუქტის კოორდინატორი თბილისსა და რეგიონში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი


16 ივლ - 31 ივლ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

გირო კრედიტი


05 ივლ - 31 ივლ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი საგარეჯოში

თიბისი ბანკი


06 ივლ - 23 ივლ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ფოთში

თიბისი ბანკი


11 ივლ - 25 ივლ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ყვარელში

თიბისი ბანკი


12 ივლ - 26 ივლ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი/მიკრო სესხები ახალციხეში

თიბისი ბანკი


17 ივლ - 30 ივლ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი/მიკრო სესხები ოზურგეთში

თიბისი ბანკი


17 ივლ - 30 ივლ