საწყობის 1C ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1100 - 1100
23 სექ - 23 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას საწყობის 1C ოპერატორის პოზიციაზე ქ.თბილისში 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო 1, ივანე იუმაშევის N14 

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად: 10:00-19:00; 16:00-01:00 

ანაზღაურება: 1100 ლარი 

კომპანია უზრუნველყოფს: ტრანსპორტირებას 

 

ფუნქციები: 

  • პროდუქციის, საქონლის შესყიდვების დოკუმენტების, საქონლის გადაადგილებების რეგისტრირება 1C (ERP) პროგრამაში; 
  • დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა; 
  • პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი 

 

ვაკანსიის მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება;  
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Word, MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge   

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი, 2022 წელი 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი