სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით
ქუთაისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
23 სექ - 03 ოქტ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს  სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი

გრაფიკი: მოქნილი

ვაკანსიის რაოდენობა : ფილიალში მინიმუმ 2 სტაჟიორი.

 

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

 

"კრისტალი" გთავაზობთ:

  •  პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  •  დასაქმების რეალურ შანსს;
  •  ანაზღაურება სტაჟირების მეორე თვიდან;

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  კომპანიის მენტორების და სხვადასხვა სასწავლო პლატფორმების დახმარებით თეორიული ცოდნის მიღება; · სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის შესწავლა; · საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა; · მომხმარებლებთან ურთიერთობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება ან ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი
  •  განვითარებაზე ორიენტირებულობა
  •  შრომისმოყვარეობა
  •  ინიციატივიანობა

 

დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
საკრედიტო მენეჯერი