გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
23 სექ - 23 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კრწანისი ვილა რეზიდენსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი 

ადგილმდებარეობა: თბილისი 

კატეგორია: გაყიდვები 

დასაქმების ტიპი: მუდმივი 

განყოფილება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 

ანგარიშვალდებული: დეპარტამენტის უფროსი 

სახელფასო განაკვეთი 

 

ბიზნეს ამოცანა 

  • გაყიდვების სტიმულირება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა. 

 

სამუშაო აღწერა 

ძირითადი ფუნქციები 

  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ; 
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება; 
  • უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი; 
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით); 
  • Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე  და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა; 
  • კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება (ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვის მიზნით არსებული ბაზების მუდმივი განახლება/ახალი ბაზების წარმოება); 
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process) 
  • გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის იწოდება 
  • გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის (მათ შორის გადახდის ქვითრების) მიწოდება ბუღალტერიისთვის მოთხოვნის შესაბამისად 
  • განახლებული პროექტებისთვის გათვლების აწყობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად 
  • საიტებზე არსებული პროექტების ფასების გადამოწმება და განახლებული ინფორმაციის მიწოდება; 
  • საიტზე/პრეზენტაციასა თუ სხვა მასალებში არსებული ტექსტების კონტროლი და სწორი თარგმანი საჭიროების შემთხვევაში; 
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა 
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით).
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • საბაზისო კვალიფიკაცია:გამართული  ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოება, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.
  • უნარები: გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პროცესებისა და დროის მართვის უნარი

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@vr.ge

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები