მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 23 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კრწანისი ვილა რეზიდენსი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციაზე. 

 

დასახელება:მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ადგილმდებარეობა:თბილისი

კატეგორია:მარკეტინგი

დასაქმების ტიპი:მუდმივი

განყოფილება:გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

სამუშაო გრაფიკი:სრული

ანგარიშვალდებული:გენერალურ დირექტორთან

სახელფასო განაკვეთი -

 

ბიზნეს ამოცანა

მარკეტინგული სტრატეგების, ბიუჯეტისა და პერსონალის ოპტიმიზაცია, კომპანიის ცნობადობის ამაღლება და მომგებიანობის გაუმჯობესება.

 

სამუშაო აღწერა

ძირითადი ფუნქციები

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ახალი პროექტების ინიცირება;
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდასა და იმიჯის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროგნოზების მომზადება;
  • კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სხვა მარკეტინგული არხების მართვა;
  • საინფორმაციო და საპრეზენტაციო მიზნით კორპორაციული თემფლეითების მომზადება;
  • სოციალური ქსელის (Facebook; Instagram; LinkedIn) მართვა და ადმინისტრირება;
  •  მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და მოზიდვა;
  • ადგილობრივ და უცხოურ უძრავი ქონების სხვადასხვა პორტალებზე ინფორმაციის განთავსება/განახლება;
  • ციფრული მარკეტინგული აქტივობების მენეჯმენტი;
  • რენდერების განახლება, 2D/3D არქიტექტორებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • ბანერების სტრატეგიული ლოკაციების მოძიება და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკება;
  • მაკეტის დამზადების პროცესების მართვა;
  • დროის ოპტიმაზიციის გათვალისწინებით, ბანერებზე რენდერების დამუშავება, ბეჭდვა და განთავსება;
  • სასპონსორო და სხვა ტიპის თანამშრომლობის მიზნით პოტენციური პარტნიორების მოძიება;
  • კომპანიაში არსებული ბრენდირებული მასალების მომზადება./განახლება;
  • ფოტო/ვიდეო კონტენტის შემუშავება  და გადაღების კონტროლი;
  • არსებული ხარჯის, ინვოისების შეგროვება და პერიოდულად ბუღალტერიისთვის მიწოდება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
  • ბრენდინგისა და სარეკლამო კამპანიების ზედამხედველობა, მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, ვადების კონტროლი;
  • პროგრეს რეპორტებისა ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • ბიზნეს მიზნის მისაღწევად, უშუალო უფროსის დავალებით, სხვადასხვა მითითების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

გამოცდილება:

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება დეველოპერულ კომპანიაში;

 

განათლება:

  • აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

 

საბაზისო კვალიფიკაცია:

  • მარკეტინგული სტრატეგიების, არხებისა და ბრენდინგის ცოდნა,
  • ძლიერი  ვერბალური და წერითი კომუნიკაცია,
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა,
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.

 

უნარები:

  • ინიციატორი,
  • კრეატიული,
  • გუნდური,
  • შედეგზე ორიენტირებული,
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი,
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება,
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა



დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:vacancy@vr.ge

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, ბათუმი