ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
რუსთავი
  • სტაჟირება
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 23 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს.

სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით: 

  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. 

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს! 

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

შპს „ავტოტექნო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია: ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების სპეციალისტი 

ადგილმდებარეობა: რუსთავი 

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პროდუქციის და სერვისების შესწავლა;  
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია; 
  • მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი პერიოდული განახლება და ფორმირება; 
  • გეგმებისა და ამოცანების შესრულება; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word). 

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  

 

ჩვენ გავაზობთ: 

  • კარიერული წინსვლა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა. 
  • კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების სპეციალისტი“. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას! 

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)