არქიტექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
23 სექ - 23 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კრწანისი ვილა რეზიდენსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: არქიტექტორი 

 

ადგილმდებარეობა: თბილისი 

კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა 

დასაქმების ტიპი: მუდმივი 

განყოფილება: სამშენებლო დეპარტამენტი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 

ანგარიშვალდებული: დეპარტამენტის უფროსი 

სახელფასო განაკვეთი 

 

ბიზნეს ამოცანა 

  • სამშენებლო პროექტების მომზადება 

 

სამუშაო აღწერა 

ძირითადი ფუნქციები 

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება ახალი რეგულაციების გათვალისწინებით; 
  • პროექტის მომზადების ფარგლებში ურთიერთობა გეოლოგთან და კონსტრუქტორთან შესაბამისი დასკვნის და კონსტრუქციული პროექტის მოსამზადებლად; 
  • პროექტის მომზადების ფარგლებში ურთიერთობა 41-ე დადგენილიბიე და 732-ე დადგენილების ექსპერტთან შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად; 
  • პროექტის მომზადების ფარგლებში ურთიერთობა დენდროლოგთან დენდროლოგიური პროექტის მოსამზადებლად; 
  • პროექტის მომზადების ფარგლებში ურთიერთობა საინჟინრო კომუნიკაციების პროექტანტთან შესაბამისი პროექტის მოსამზადებლად; 
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადება; 
  • სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება; 
  • მოსახლეობასთან მუშაობა მათ მიერ შეძენილი ბინების გეგმარებაზე და საინჟინრო კომუნიკაციის პროექტების მომზადებაზე; 
  • გაყიდვებთან მუშაობა და შესაბამისი ნახაზების მომზადება კლიენტებისთვის და საიტისთვის; 
  • სარემონტო ჯგუფთან მუშაობა და შესაბამის პროექტის მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში ანაზომების გაკეთება; 
  • მუშებთან ურთიერთობა და კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა; 
  • ხარჯთაღმრიცხველთან მუშაობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება; 
  • პროექტის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება 
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • გამოცდილება: მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში. 
  • განათლება:  ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის/ინჟინერიის მიმართულებით. 
  • საბაზისო კვალიფიკაცია: გრაფიკული პროგრამების აუცილებელი ცოდნა (AutoCAD ან ArchiCAD, Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator, Adobe InDesign),  ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა 
  • უნარები: გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@vr.ge

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი