შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
23 სექ - 23 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „შესყიდვების სპეციალისტის“ პოზიციაზე ქ. თბილისში. 

 

ირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მონაწილეობას იღებს ასორტიმენტის საერთო სტრატეგიის განვითარებაში; 
  • პროდუქციის შესყიდვის და გაყიდვის პროცესების კონტროლი; 
  • უზრუნველყოფს შიდა გადაზიდვებს ისე, რომ არ შეიქმნას მარაგების დეფიციტი ან სიჭარბე; 
  • უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას; 
  • იღებს მონაწილეობას ფასწარმოქმნის ანალიზში და პროდუქციის ფასების შემუშავებაში; 
  • აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება  შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; 
  • დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ლოჯისტიკის საფუძვლების, ტვირთების მოძრაობის პროცესების ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) მაღალ დონეზე; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • პუნქტუალურობა; 
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; 
  • ლიდერული თვისებები; 
  • ანალიტიკური უნარები; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული 
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 23 ოქტომბერი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV  ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „შესყიდვების სპეციალისტი“.  

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 

 

 

შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)