შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
23 სექ - 23 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge  ) აცხადებს ვაკანსიას „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის“ პოზიციაზე თბილისში.  

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები : 

  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და შიდა კონტროლის განხორციელება,  
  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება; 
  • რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით; 
  • ობიექტებზე რისკების შეფასება და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება; 
  • სახელმძღვანელოების/ინსტუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად და გეგმიური ინსტრუქტაჟების ჩატარება; 
  • ახალმიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; 
  • უბედური შემთხვევების, ინცინდენტებისა და საწარმოო ტრავმების აღრიცხვა, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და მათი შესაძლო აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების მომზადება; 
  • თანამშრომელთა დაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფა; 
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი; 
  • იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოციდლება (მინიმუმ 1 წელი); 
  • „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

 

სასურველი უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლიანი; 
  • დისციპლინირებული; 
  • პედანტურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • თავაზიანობა 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • ანაზღაურება - შეთანხმებით; 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული; 
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 23 ოქტომბერი. 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი“. 

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 

 

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი