ბუღალტერი
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
23 სექ - 21 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/ კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მყიდველისგან შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის ან/და შეთავაზების მომზადება;
  • რეალიზაციების გატარება;
  •  პროდუქციის გაყიდვასთან ან/და შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, საგარანტიო ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ტექნიკის გადაცემის აქტები, წერილების, მინდობილობების მომზადება/აღრიცხვა);
  •  სალარო მეურნეობის წარმოება, საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება. სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების ყოველდღიური შენახვა და ყოველთვიური აკინძვა და დაარქივება;
  •  ავტოსერვისის განაცხადების გახსნა, დახურვა, შემოწმება, ა/ფ-ების და ს/ზ-ების გაგზავნა, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და ხელმოწერილი დანომრილი ვერსიის დაარქივება. გაგზავნილი ა/ფ-ების დადასტურებაზე კონტროლის განხორციელება, მყიდველისგან შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება;
  • დებიტორული დავალიანებების ნაშთების სისტემატური კონტროლი, დებიტორებთან დარეკვა, ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  •  Rs.ge-ზე ზედნადებების და ა.ფ-ების აქტივაცია;
  •  საქონლის პროგრამული მონიტორინგი (შეძენილი ან/და დაწერილი პროდუქციის ნაშთების, სახარჯი მასალის და საწყობებში არსებული ნაშთების გასწორება/ჩამოწერა; წუნდებული საქონლის ჩამოწერა);

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა;
  •  Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  •  MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობად ჩაითვლება ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

ანაზღაურება: 800 ლარიდან (NET)

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2022 წლის 20 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)