სამედიცინო წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
23 სექ - 23 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მარკეტინგული კომპანია „სითიენ ჯორჯია“  საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს  ოცი წლის განმავლობაში. ის წარმოადგენს ბავშვთა კვების ბრენდების Plasmon და Celia-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, აგრეთვე ახორციელებს ფარმაცევტულ საქმიანობას ოფთალმოლოგიური და დერმატოლოგიური ხაზით.

კომპანია „სითიენ ჯორჯია“  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, კერძოდ კი ფარმაცევტული მიმართულებით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  •  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად  (სასურველია დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური პროფილი).
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  •  პრეზენტაციის კარგი უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  •  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  •  მიზანდასახულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  კონკურენტულ ანაზღაურებას( ფიქსირებული და საბონუსე სისტემით);
  •  სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, სატრანსპორტო ხარჯი;
  •  სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  •  პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  •  სრული სამუშაო განაკვეთი.

 

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილება მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: ctngeorgia@yahoo.com (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება). გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე.

სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი