კონსულტანტი/სამსუნგის ბრენდის ამბასადორი/Home Appliances
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის/ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.

 

თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია:

  • ჩვენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არ არის უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება.
  • ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
  • ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი + კვარტალური ბონუსი + ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე / 40 საათი.

 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია
  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
  • კომპანიის სტენდის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
  • კონკურენტ ბრენდებთან ფასების შედარება
  • კატალოგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერისთვის წარდგენა
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება

 

მოთხოვნები:

  • გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარე
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • ღია გამოწვევების მიმართ
  • ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი)

 

დამატებითი ინფორმაცია:

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: project17@hr.ge

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
გაყიდვების მენეჯერი,
ელექტრონიკა, ტექნიკა,
საცალო კლიენტთა მომსახურება