ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 07 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599959913

სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

 

რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა დასისტემატექნიკის განყოფილება
მეცნიერ–თანამშრომელი- 1  (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;

თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი

მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:

 

ფუნქციები:

  • ნახევარგამტარი ზეგამტარი და პოლიმერული კომპოზიციური მასალების კვლევა ოპტიკური სპექტროსკოპიის მეთოდებით.
  • შედეგების დამუშავება პროგრამირების მეთოდების გამოყენებით.
  • სხვადასხვა მასალის ოპტიკური თვისებების შესწავლა;
  • ოპტიკურ და სხვა საზომ ხელსაწყო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მონაწილეობს  განყოფილების გეგმიური სამუშაო/სამუშაოების განხორციელებაში;
  • მონაწილეობს  პერსპექტიული მიმართულებების განსაზღვრაში  მოცემულ დარგში ;
  • ეცნობა    თანამედროვე მიღწევებს შესაბამის დარგში;
  • მონაწილეობს შესრულებული სამუშაოს  საანგარიშო დოკუმენტაციის  მომზადებაში.
  • უზრუნველყოფს  ამოცანების გადაწყვეტას, შედეგების მიღებასა  და დიზაინის განხორციელებას.
  • პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დროულ შესრულებაზე,  ჩატარებული კვლევების ანგარიშის მომზადებასა და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან წარდგენაზე.
  • -მეცნიერ-თანამშრომელი  მონაწილეობას ღებულობს ლაბორატორიაში არსებულ დანადგარ-მოწყობილობებზე ტექნოლოგიური პროცესების რეგლამენტის , შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შედგენაში.

 

განათლება:

  • უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება;
  • მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო  გამოცდილება  :

  • განყოფილების     საქმიანობის    მიმართულებით    სამეცნიერო-კვლევითი    საქმიანობის არანაკლებ  3 წლიანი გამოცდილება;

 

 კანონმდებლობის ცოდნა :

  • საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“;
  • საქართველოს შრომის კოდექსის” ზოგადი ცოდნა;
  •  სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის წესდება;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;
  • განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული დოკუმენტები.

 

 ენების  ცოდნა:

  • ქართული ენის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

 

 კომპუტერის ცოდნა:

  • Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი - კარგად ცოდნა. სპეციფიკური  ცოდნა  და  გამოცდილება:
  • კვლევების    შედეგების    სისტემატიზაციის,    ანალიზის,    პუბლიკაციების,    ანგარიშების მომზადების და პრეზენტაციის უნარი.

 

 კომპტენციები :

  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების  უნარი,  გუნდურად  მუშაობის  უნარი,  სტრესულ  სიტუაციაში  მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პროფესიონალიზმი, პროდუქტიულობა.

 

 სავალდებულოდ  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია :

  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  •  ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  •  შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი).

 

 არსებობის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

 

შენიშვნა:

  • აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
  • განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
  • დოკუმენტები  წარმოდგენილი უნდა  იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
  • ეტაპი  -  შერჩეული  განაცხადების  საფუძველზე  მეორე  ეტაპზე  გადასული  კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 

შერჩევის   მეორე   ეტაპზე   გადავლენ   მხოლოდ   ის   კონკურსანტები,   რომელთა   მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსის მეორე ეტაპიდან.

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

– საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მისამართზე ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. 7, ოთახი 629 ან ელექტრონულად ელ ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge  კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება  იწარმოებს    2022  წლის      05 ოქტომბრიდან   2022 წლის  06 ოქტომბრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995 59995991

მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
მსგავსი განცხადებები