ონლაინ მაღაზიის პროექტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
28 სექ - 23 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ჩემი სახლი“ აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „Mudo Concept”, “Naterial”, „კარე“, “Mobler Home”, “Sleep&Bed”, იტალიური საგამოფენო დარბაზი.

„ჩემი სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის და აქსესუარების მიმართულებით ონლაინ მაღაზიის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

 

მოვალეობები:

  •  ონლაინ მაღაზიის პროექტის დაგეგმვა და განვითარების გეგმის შემუშავება;
  •  ციფრული მედიის ადმინისტრატორის საქმიანობის მონიტორინგი;
  •  ონლაინ მაღაზიისთვის ყველა საჭირო პროცედურაში ჩართულობა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
  •  საჭირო დოკუმენტების მომზადება კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
  •  რეპორტების მომზადება და ანალიზი;
  •  ბიზნეს პროცესების მართვა;
  •  კომპეტენციის ფარგლებში რისკების ანალიზი და პრევენცია.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  •  პროცესების მართვის უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  გაყიდვებზე ორიენტირებული;
  •  ინფორმატიული ტექნოლოგიების ცოდნა;
  •  კრეატიული;
  •  ორგანიზებული;
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე vacancymyhome@icr.ge 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ონლაინ მაღაზიის პროექტის მენეჯერი

შპს „ჩემი სახლი“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჩემი სახლი“-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი