მთავარი ბუღალტერი
სამტრედია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური,რუსული,თურქული
23 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "დიკა"  წარმოადგენს საქართველოში ნავთობპროდუქტების კერძოდ თხევადი აირისა და დიზელის იმპორტსა და რეალიზაციას. 

კომპანიას ესაჭირეობა გამოცდილი და კომპეტენტური კადრი, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. სამტრედიაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • Excel პროგრამის პროფესიონალურ დონეზე ფლობა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია  ფინანსების განხრით
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუდიტთან მუშაობის გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამების კარგად ცოდნა.
  • საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება(სასურველია ნავთობპროდუქტების მიმართულებით)
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, სასურველია თურქული)
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება გატარება;
  • საგადასახდო პორტალზე მუშაობა, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
  • პროგრამული შეცდომების აღმოჩენა/აღმოფხვრა და ორგანიზება; 
  • კომპლექსური დარიცხვის ან ჩარიცხვის მოყვანა ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისობაში;
  • კომპანიის საბანკო ანგარიშების კონტროლი;
  • რეპორტების წარმოება და წარდგენა;
  • ბუღალტრული საქმის სრულყოფილად  წარმართვა. 
  • ხელმძღვანლისგან  მიღებული სხვა დავალებების შესრულება

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და უნარი
  • შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი

 

ანაზღაურება: ფიქსირებული კონკურენტული ხელფასი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV  ელ- ფოსტაზე: info.achkheidze@gmail.com  და გთხოვთ ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. 

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და  გისურვებთ წარმატებებს ! 

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი