უმცროსი ექიმი/ბრიგადის ექთანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
22 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“  აცხადებს შესარჩევ კონკურსს -  უმცროსი ექიმის და ბრიგადის ექთნის  ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქი თბილისი;  

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ან ცნობა სასწავლებლიდან;
  • მინიმუმ 1 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში; (სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე მუშაობის)
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • სამუშაო განაკვეთი 1 მორიგეობა 24 სთ. (4დღეში ერთხელ)

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - info@ers.ge უნდა გამოგზავნონ CV . დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 22 ოქტომბერი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

სამედიცინო
მედდა,
ექიმის დამხმარე