მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაC
23 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591804281

მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი CASTELLO  აცხადებს ვაკანსიას  „მძღოლი“-ს  პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40 

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი 

 

მოვალეობები: 

  • პრემიუმ-კლასის ავეჯის, განათებისა და აქსესუარების პროდუქციასთან მუშაობა; 
  • პროდუქციის უსაფრთხო გატანის უზრუნველყოფა შესაბამის მისამართებზე (ქ. თბილისი და მისი შემოგარენი, აგრეთვე თვეში ერთხელ ქ, ბათუმი და დანარჩენი რეგიონები); 
  • შოურუმიდან საწყობში და პირიქით პროდუქციის გადაადგილება. 
  • კომპანიის სამეურნეო-ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებისა და ამწყობების დახმარება, პროდუქციის მისამართზე გატანის დროს;   
  • ასევე, კომპანიის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება; 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა. 
  • ქალაქის ქუჩების კარგი ცოდნა; 
  • კომპანიის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების და/ან საშუალებების მოვლა-გაფრთხილება და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • მიზანდასახულობა და სტაბილურობა; 
  • მაღალი ხარისხის დისციპლინა და ორგანიზებულობა; 
  • ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი; 
  • სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • მიმზიდველ და ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებას, ყოველთვიურ ბონუსს და სოც. პაკეტს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს; 
  • თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას; 
  • განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს; 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მძღოლი“ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი 

ტელ: + 995  591 80 42 81 

ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი