საწყობის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
22 სექ - 14 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • შემოსული და გაცემული მარაგების აღრიცხვა/კონტროლი
  • საწყობში შემოსული პროდუქციის მითვლა და პროგრამული ასახვა
  • ნაშთების კონტროლი
  • პროდუქციის ვადების კონტროლი
  • შესაბამისი პირების ინფორმირება მარაგების გაცემასთან და მიღებასთან დაკავშირებით
  • მაღაზიებისთვის გასაგზავნი პროდუქციის/ მარაგების პროგრამული ასახვა
  • საბუთების წარმოება, განახლება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი