ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • მართვის მოწმობაB
22 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ნუმუს"-ი, 2016 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. კომპანია საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით.

 

შპს ,,ნუმუს“-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
  • ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა
  • ავტომობილის ფლობა
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება
  • ვინდოუსის გადაწერა
  • მოწყობილობის დიაგნოსტიკა
  • საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან გამოცვლა

 

უნარები:

  • გუნდურობა
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს ორგანიზება
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი
  • იმუშავოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია

 

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - 800 ლარი
  • მანქანის ცვეთა - 100 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • გრაფიკი დღეში 8 საათი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ტექნიკოსი - თბილისი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.  

 

გისურვებთ წარმატებებს !

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება