ფილიალის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
22 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: გლდანი

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მაღაზიაში მყოფი დაქვემდებარებული თანამშრომლების სრული კონტროლი, მათ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მათთვის მისაღები სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
  •  მაღაზიაში ტექნიკის განლაგების, დახლების, ფას-მაჩვენებლების, ინვენტარის, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მხარის სრულად კონტროლი;
  •  სრული საფინანსო კონტროლი, ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოცვლის მონიტორინგი;
  •  მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების სრულად დაცვა
  •  მაღაზიაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
  •  მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვა
  •  სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი
  •  მაღაზიის პერიმეტრსა და დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ინგლისური ენის ცოდნა
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული თვისებები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  მათემატიკური აზროვნების უნარი
  •  მართვის/ ხელმძღვანელობის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  •  თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი