კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
23 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სარეკლამო კომპანია ,,დეიზი’’, რომელიც უკვე 20 წელია დაარსდა ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ,,დეიზი“ ათასობით წარმატებული პროექტი განახორციელა. 
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: გარე რეკლამა, ინტერიერის გაფორმება, ავტომობილების გაფორმება, პოლიგრაფია, პრომო პროდუქცია, დიზაინერის მომსახურება.შპს. ,,დეიზი’’  განაგრძობს სწრაფი ტემპით ზრდას და განვითარებას. 

კომპანიის საწარმო და სათაო ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი,მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას:  კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების სპეციალისტი
ხელმძღვანელი- კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი- თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების  49
სამუშაო განაკვეთი- სრული 

 

შპს. ,,დეიზი’’ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების სპეციალისტი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურობას;
  • მოჭრილი ხელფასს;
  • ბონუსს;

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • დამკვეთისთვის პროდუქციაზე და მომსახურებაზე სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ონლაინ პლატფორმებზე და ოფისში; 
  • შეკვეთების მიღება, ჩანიშვნა, ფასის გამოთვლა,  დავალებების შედგენა  და მიღებული შეკვეთის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებში; 
  • დამკვეთებთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • მიღებული შეკვეთების კონტროლი და მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთთან;
  • შეკვეთების აღრიცხვა  პროგრამაში;

 

ჩვენი მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • გამართული მეტყველება;
  • დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული წერის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით  რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების სპეციალისტი .
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი 2022.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
კომპანია ,,დეიზი,, ახორციელებს კანდიდატის  პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: hr@daisy.ge

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
კლიენტების მომსახურების მენეჯერი