არქიტექტორ-დიზაინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
22 სექ - 22 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

 

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-დიზაინერი პოზიციაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სირთულის პროდუქციის ესკიზების შექმნა;
  • კომპანიაში არსებული პროდუქტების გრაფიკული გამოსახულებების შექმნა 3D ფოტორეალისტურ სტრუქტურაში;
  • 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია;
  • ექსტერიერის და ინტერიერის მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციის მომზადება;
  • დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით (ინტერიერის დიღაინი/არქიტექტურა);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია შემდეგი პროგრამების ცოდნა:  Adobe Illustrator, 3D-max , Photoshop, InDesign, CorelDraw, Solidworks, KeySho და სხვა. 

 

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ინიციატურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2022 წლის  22 ოქტომბრამდე.


სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინტერიერის დიზაინერი,
კომპიუტერული გრაფიკა/CAD