არქიტექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
22 სექ - 22 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 

„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას   არქიტექტორის  პოზიციაზე. 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, პროექტის მომზადების ფარგლებში ურთიერთობა ყველა მომიჯნავე სპეციალისტთან (კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების ინჟინერი და სხვა.) 
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება; 
  • არქიტექტურული პროექტის ატვირთვა შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება; 
  • პროექტის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩაბარება; 
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან სამშენებლო ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით;  
  • სამშენებლო სექტორში  მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; 
  • ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობის ცოდნა; 
  • პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCAD, Photoshop და Revit სრულყოფილად ფლობა; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა. 

 

უნარ-ჩვევები: 

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ინიციატურობა; 
  • ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი; 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge   2022 წლის  22 ოქტომბრამდე. 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი