სასაწყობე პროგრამის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
22 სექ - 22 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 

„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 

 

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას  სასაწყობე პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე. 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სასაწყობე მეურნეობის მართვის პოლიტიკისა და პროცედურის შესაბამისად მუშა პროცესის უზრუნველყოფა. 
  • კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე ძირითადი საშუალებებისა და მარაგების პროგრამულად ასახვა rs.ge-ზე ატვირთული ზედნადებების გადანაწილების მეშვეობით. 
  • მარაგის/ძირითადი საშუალების გაცემის გაცემის/მიღების დოკუმენტ ბრუნვის წარმოება. 
  • შიდა გადაცემების წარმოება rs.ge-ზე; 
  • კომპანიის კუთვნილ კონკრეტულ  სამშენებლო ობიექტზე პერიოდული ინვენტარიზაციის წარმოება; 
  • რეპორტის მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით; 
  • უშუალო უფროსის სხვა დავლებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; 
  • აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა. 

 

უნარ-ჩვევები: 

  • ლოგიკური და ანალიტიკური  აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორინეტირებული; 
  • პასუხიმგებლობის გრძნობა; 
  • დროის მართვის უნარი. 

 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; 
  • ხელფასი: 1000 – 1200 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ) 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2022 წლის  22 ოქტომბრამდე. 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი