ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
22 სექ - 07 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის თანამდებობაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • ავტომობილის ფოტოების და მონაცემების რეგისტრირება სამუშაო პროგრამაში;
  •  ავტომობილის შეფასებისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა და პროცესის სრულად მართვა შიდა ინსტრუქციის შესაბამისად;
  • მომხმარებლის ან გაყიდვების აგენტის მოთხოვნით ავტომობილს მუშა მდგომარეობაში მოყვანა და მონაცემების დემონსტრირება;
  • ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვნა კომპანიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
  • ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
  • ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
  • ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • კეთილსინდისიერება;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
  • ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად)

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაოს ტიპი: ტექნიკური და საოფისე
  • სრული განაკვეთი;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 06.10.2022 წ.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Technic Officer” - ".

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)