ოფისის მენეჯერის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ვი დი სი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე

ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერის დამხმარე.

მომწოდებელი: შპს ვიდისი

 

ორგანიზაციის შესახებ:

კომპანია ვიდისი არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანებით, რომელთა ძირითადი მიზანია ევროპული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა საქართველოში.კომპანია ვიდისი არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, ვიდისის კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

  •  კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  •  მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
  •  პროფესიულ განვითარებას;

 

ფუნქციები:

  •  პირველადი დოკუმენტების, ინვოისის მომზადება;
  • უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია ლოჯისტიკურ საკითხებზე;
  •  ტექნიკური გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  •  საბუთების რეგისტრაცია, დახარისხება, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  •  შეხვედრების ორგანიზება;
  •  ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის წარმოება;
  •  სატელეფონო ზარების პასუხი;
  •  ოფისის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.

 

მოთხოვნები:

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  უმაღლესი განათლება
  •  საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office: MS Word, MS Excel, MS Outlook, MS Power Point);
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2 დონე.

 

უნარები:

  •  პუნქტუალურობა;
  •  მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
  •  შედეგზე ორიენტაცია;
  •  სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
  •  დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  •  სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
  •  ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
  •  დროის მართვის უნარი.

 

სამუშაო განაკვეთი: 10.00 – 19.00

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციების შესაბამისად.

 

გთხოვთ, არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე -info@vdc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “ოფისის მენეჯერის დამხმარე“.

 

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი