მითერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
27 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია «ნეოტექი» უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება და სამართლიანად ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული მრავალი სერტიფიკატიდან აღსანიშნავია შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები:  

ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001:2015, რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;  

სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მენეჯმენტის ISO 45001, რაც ადასტურებს კომპანიის მიერ შექმნილი შრომითი გარემოს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;  

კომპანია «ნეოტექი» დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას  მითერის პოზიციაზე. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ბოხუას ქუჩა #4 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,10:00-18:00 სთ,  

ანაზღაურება: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები)  

 

ფუნქცია - მოვალეობები: 

  • მომხმარებლის დახვედრა; 
  • მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება; 
  • მხადრაჭერის აღმოჩენა; 
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად. 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული მეტყველება ქართულად; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე). 

 
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: 

  • თავაზიანობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; 

 
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: HR@Neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "მითერი". 
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 

 

გაყიდვები
საცალო კლიენტთა მომსახურება