საკრედიტო ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში  საკრედიტო დეპარტამენტის ბიზნეს სესხების განყოფილების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

 

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები: 

  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის გაკეთება;
  • საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
  • მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
  • პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.

 

განათლება: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

 

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

  • ანალოგიურ  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი  გამოცდილება.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ქართულ ენაზე  შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge;  
წერილის სათაურში (subject)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ  გასაუბრება და ტესტირება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ,  სს „სილქ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022  წლის 22 ოქტომბერი
გისურვებთ წარმატებებს !
 

საბანკო
საკრედიტო მენეჯერი