არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული,გერმანული
27 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია  “IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი)

 

მოვალეობები:

  • არასამედიცინო ზარალების ეფექტიანი მართვა
  • მონანაცემთა ბაზების და სტატისტიკური მონაცემების გამართული აღწერა
  • არასამედიცინო დაზღვევის პორთფელის მომგებიანობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა  
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული ავტოტრანსპორტის (კასკოს) ზარალის შემთხვევის ადგილზე გასვლა, შემთხვევის შესწავლა, საინფორმაციო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
  • დაზღვეული ქონების ზარალის შემთხვევის ადგილზე გასვლა, შემთხვევის შესწავლა, საინფორმაციო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
  • შესაბამის პროფილის პროვაიდერებთან (ავტო-ტექ. მომსახურების ცენტრები და. ა.შ. მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულებების მომზადება)
  • ხარისხის მართვის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულება.

 

განათლება:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • სასურველია რუსული, ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნა;

 

სამუშაო გამოცდილება

  • არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე და საპრეზენტაციო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია Excel-ის სრულყოფილი ცოდნა);

 

უნარ-ჩვევები:    

  • აზროვნების სისხარტე;
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მოქნილი ცვლილებების მიმართ;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი შრომისუნარიანობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და  გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
  • ბიზნესისადმი ერთგულება;

 

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: vacancy@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერი.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)