კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com 

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:  

  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კორპორატიული გაყიდვებისა და დისტრიბუციის  დეპარტამენტის მართვა; 
  • განყოფილებების უფროსების სამუშაო პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი; 
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგის/განხორციელების  ორგანიზება; 
  • გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების ანალიზი და განსახორციელებელი სტრატეგიის შემუშავება; 
  • პროექტული გაყიდვების დაგეგმვა, განხორცილებეაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი; 
  • თანამშრომლების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება; 
  • ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ; 
  • დებიტორული დავალიანებების მართვაზე ზედამხედველობა  და კონტროლი. 

 

ძირითადი მოთხოვნები:  

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
  • გუნდის მართვის, შესასრულებელი სამუშაოების სწორად იდენტიფიცირებისა და შედეგების შეფასების უნარი; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა. 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 

  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 

 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის #32. 

 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
მსგავსი განცხადებები