დამტვირთველის მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
27 სექ - 22 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 579 08 44 55

შპს "G&A GROUP" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.  

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას   დამტვირთველის (ამწე,“პაგრუშიკი“) მძღოლის პოზიციაზე  

 

მისამართი: ქ.თბილისში, დიდი დიღომი, დ.თავდადებულის ქ. N29. 

სამუშაო განაკვეთი: სრული  

ანაზღაურება:  1000 ₾ 

 

ფუნქცია მოვალეობები: 

  • დატვირთვა; 
  • დაცლა; 
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება; 
  • შეკვეთების აგროვება; 
  • წარმოებისათვის პროდუქციის მიწოდება; 
  • ინვენტარიზაციაში, პროდუქციის სორტირებაში მონაწილების მიღება; 
  • დამტვირთველის მოვლა, სწორი ექსპლუატაცია. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • შრომისმოყვარეობა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 

 

კომპანია უზრუნველყოფს : 

  • ერთჯერად კვებას (სადილი)  
  • სამუშაო ფორმას 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
     

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 08 44 55 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. 

 

 

ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი