კონსულტანტი თბილისი მოლში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„დრესაპ ჯგუფი“ 28 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Tommy Jeans, Lacoste, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas, CK და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 50-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი“.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  •  კონკურენტული ანაზღაურება;
  •  კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  •  ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  •  მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  •  იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  „ფიტპასის“ მომსახურება;
  •  კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  •  ანაზღაურება - ფიქსირებული 650 ლარი + ბონუსი (საშუალოდ თვიური ანაზღაურება 900-1100 ლ);
  •  სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
  •  დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
  •  სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ (აღმაშენებლის გამზ. მე-16 კმ).

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  •  მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  •  სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  •  პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  •  პროდუქციის გაყიდვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  •  ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კეთილსინდისიერება.

 

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - თბილისი მოლი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი