ლოგისტიკის მენეჯერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
დღეს - 21 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ლოგისტიკის მენეჯერი რუსთავში. 

 
შპს „პალატი“, ფანერის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ლოგისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • B კატეგორის მართვის მოწმობა; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • გაყიდვების გეგმის გაცნობა და შესაბამისად ლოგისტიკის გეგმის მომზადება (ვადების, არხებისა და ფინანსური საკითხების გათვალისწინებით) საჭიროების შემთხვევაში სერთიფიკატების აღება; 
  • კომპანიის მიერ საექსპორტოდ გადასატვირთი პროდუქციის საბაჟო პროცედურების შესრულება, კონტროლი; 
  • შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; 
  • საუკეთესო პირობების მოძიება ტრანსპორტირებაზე, გადამზიდავი კომპანიების ბაზის ფორმირება (საგზაო, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიები); 
  • კომპანიის მიერ მიღებული სხვადასხვა პროდუქციის იმპორტის საბაჟო პროცედურების შესრულება და კომპანიაში მისი მოტანის და შესაბამის სამსახურზე/სამსახურებზე ჩაბარების ორგანიზება; 
  • ექსპორტისათვის საჭირო ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება საქართველოს კანონმდებლობისა და საექპორტო ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად; 
  • საექსპორტოდ გამზადებული პროდუქციის ჩაბარება, გადამოწმება, დოკუმენტირება და საექსპორტოდ გაგზავნა; 
  • პარტნიორისგან ადგილზე ტვირთის მიღებისა და ტვირთის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიღება; 
  • განხორციელებული სამუშაოს რეგულარული ანგარიშის შედგენა და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.  
  • ხელმძღვანელის მიერ საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა დავალებების შესრულება; 

 
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი. 

 
 
 
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 – 18:00) 

მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ; 

 

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი. 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი