ავტო მექანიკოსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
01 ოქტ - 21 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ავტო-მექანიკოსის პოზიციაზე ბეტონის წარმოების ქარხანაში, ქ. ბათუმში. 

 

ძირითადი მოვალეობები:  

  • კომპანიის ავტოტრანსპორტო საშუალებების შეკეთება. 
  • დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილის შემოწმება და შეკეთება. 
  • საჭიროების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ზეთის და ფილტრის შეცვლა. 
  • დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოტრანსპორტო საშუალებების პერიოდული დათვალიერება და მძღოლებისთვის ინსტრუქციების მიცემა. 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

  • საავტომობილო სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება  
  • სასურველია პროფესიული განათლება ავტო სფეროში 
  • უპირატესობად ჩაითვლება შედუღების გამოცდილება. 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ავტო-მექანიკოსი 

გისურვებთ წარმატებას! 

 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად. 

ავტო-მოტო სერვისი
მძიმე/სატვირთო/სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსი
მსგავსი განცხადებები