მექანიკოსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
21 სექ - 21 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული. 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის, 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.  

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე ბეტონის წარმოების ქარხანაში, ბათუმში. 

 

ძირითადი მოვალეობები:  

  • ბეტონის მწარმოებელ  ქარხანასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურულ ერთეულებში არსებული მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 
  • საჭიროების შემთხვევაში, ქარხანაში შედუღებითი სამუშაოების ჩატარება. 
  • ნახაზების/ესკიზების კითხვა და ანალიზი; 
  • დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით. 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

  • პროფესიული განათლება  
  • სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მექანიკოსი (ბათუმი) 

გისურვებთ წარმატებას! 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად. 

 

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი