HR მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
22 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Onyx Hotel აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ჩვენ შესახებ: ქალაქის ცენტრალურ უბანში, ძალიან მალე გიმასპინძლებთ თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის მქონე, 4+ ვარსკვლავიანი სასტუმრო ონიქსი.
მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო, ელეგანტური, კომფორტული და მყუდრო, 98 ოთახით, 4 საკონფერენციო დარბაზით, რესტორნითა და კაზინოთი.თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ უშუალოდ ჩაერთოთ სასტუმროს გახსნის პროცესში, შექმნათ  და მიიღოთ უდიდესი გამოცდილება უცხოელ მენეჯმენტთან მუშაობით.მოუთმენლად ველით გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე:

HR მენეჯერი.

 

რას გთავაზობთ?

  • ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • სასტუმროს გახსნის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევით და კვებით უზრუნველყოფას;
  • ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

 

რას ვითხოვთ თქვენგან?

  • სასტუმროს HR დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას.
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.
  • ინგლისური ენის ფლობას.
  • საკუთარი საქმის და ადამიანების სიყვარულს.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@onyxtbilisi.com  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი